კანაფის კულტივაციის კანონპროექტი პარლამენტიდან კი არ გაიწვიეს, არამედ მხოლოდ მისი განხილვა გადადეს
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, "კანაფის კონტროლის შესახებ" კანონისა და მისგან გამომდინარე პროექტების განხილვა პარლამენტმა ორი თვით გადადო. საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადის ორი თვით გადაწევის გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე, წამყვანი კომიტეტის - ჯანდაცვის კომიტეტის მიმართვის საფუძველზე მიიღეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი, რომლის ინიციატორი მთავრობაა, საქართველოში მცენარე კანაფის მოყვანა-კულტივაციას ითვალისწინებს საექსპორტო მიზნებისათვის. მოგეხსენებათ, ამ ინიციატივას ჩვენი საზოგადოებისა და ეკლესიისგან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, რის შემდეგაც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ, სავარაუდოდ, კანონპრიექტს პარლამენტიდან გაიწვევდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მას არ აპირებენ.
ასევე ბიუროს გადაწყვეტილებით, ერთი თვით გადაიწია იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვის ვადამ, რომლის მიხედვით, კანაფი/მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება. აღნიშნული პროექტი პარლამენტს მხოლოდ პირველი მოსმენით აქვს მიღებული.