"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას" - რას ამბობს ზურაბიშვილი ბანკ "ქართუდან" აღებულ მილიონ ლარზე - კვირის პალიტრა

"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას" - რას ამბობს ზურაბიშვილი ბანკ "ქართუდან" აღებულ მილიონ ლარზე

არ ვაპირებ ვალის პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ბანკი "ქართუდან" სესხის აღების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

"არ ვაპირებ პროცენტის გადახდას, რადგან არჩევნებზე 10 პროცენტს კი არა, 70 პროცენტს ავიღებ. დამოუკიდებელი ვარ, ბანკი "ქართუ" დამოუკიდებელია და სესხი ჩემით ავიღე. ამ სესხის პროცენტებსაც არ გადავიხდი, რადგან მივიღებ ბევრად მეტს, ვიდრე ის 10 პროცენტი",-აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დეკლარაციის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ბანკ "ქართუდან" მილიონი ლარის ოდენობის კრედიტი აიღო.

"საარჩევნო კოდექსის" მიხედვით, კანდიდატს, რომელიც არჩევნებში ხმათა 10%-ზე მეტს დააგროვებს, კამპანიაზე გაწეული ხარჯების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის მოთხოვნის უფლება აქვს.

"ინტერპრესნიუსი"