ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბიჭი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, ის ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო.
"ინტერპრესნიუსი"