როგორი ამინდი იქნება საქართველოში 11-13 ოქტომბერს
უახლოესი სამი დღის განმავლობაში საქართველოში ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი შენარჩუნდება, მოსალოდნელია მცირე წვიმაც.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 25-27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 20-25 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დედაქალაქს დღეს მოსალოდნელია მცირე წვიმა, ხვალ უნალექო ამინდი შენარჩუნდება, 12 ოქტომბერს კი კვლავ იწვიმებს.
13 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-24 გრადუსის ფარგლებში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 14-19 გრადუსის ფარგლებში იქნება. 13 ოქტომბერს, დედაქალაქში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ტემპერატურა 17 გრადუსი იქნება.