"ალბათ იცით ის ისტორია, როდესაც "ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იყო მათი პარტია"
ერთმანეთში გაერკვიონ "ევროპული საქართველოს“ და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, დღემდე არეულები არიან ერთმანეთში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გავრცელებული ინფორმაციის პასუხად განაცხადა, რომლის მიხედვითაც "ქართული ოცნების“ წევრებმა პარტია დატოვეს და "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.
კახა კალაძე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. "ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ალბათ "ნაციონალურ მოძრაობაში“ აერიათ. ალბათ იცით ის ისტორია, როდესაც "ევროპული საქართველოს“ წევრებს დღემდე ეგონათ, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იყო მათი პარტია. ასე რომ, ერთმანეთში გაერკვიონ, რომელი ვისი წევრია, "ევროპული საქართველოსი“ თუ ნაციონალური მოძრაობის", - აღნიშნა კახა კალაძემ.