"ექშენი“ აკლია ნამდვილად, საქმე გვაქვს უნიჭოდ დადგმულ შოუსთან"
მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, "ექშენი“ აკლია ნამდვილად, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე დასმულ შეკითხვას. მან აუდიო ჩანაწერებს უნიჭოდ დადგმული შოუ უწოდა.
"საქმე გვაქვს ერთ დიდ უნიჭოდ დადგმულ შოუსთან, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობს. ჩვენ ყოველდღე ვისმენთ ახალ -ახალ სისულელეებს. ისე მაგის ნიჭიც არ ჰქონიათ, რომ ცოტა საინტერესო ყოფილიყო მოსახლეობისთვის, ჩვენთვის. ცოტა "ექშენი“ აკლია ნამდვილად. სასაცილოა ყველაფერი, თუმცა თუ რამე კითხვები არსებობს, გამოძიება დაწყებულია და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე", - აღნიშნა კახა კალაძემ.