დაკავებულია 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელმაც ადამიანი გაიტაცა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანა
არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, საქმე ეხება ადამიანის გატაცებას, რომელიც გალში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ადამიანის გათავისუფლების სანაცვლოდ სოლიდურ გამოსასყიდს ითხოვდნენ.
ინფორმაციაზე შსს-ში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება.