"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - რას ყვება 18 წლის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა - კვირის პალიტრა

"ვფიქრობდი, ამას ადამიანი როგორ უნდა წაექცია, ყველა ეცოდებოდა" - რას ყვება 18 წლის ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18 წლის არხილოსკაროელი ლაშა ბექაური 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭა ამ გამარჯვებით. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო 30 წამში იპონით დაამრცხა და ჩემპიონობა ღირსეულად დაიმსახურა.

თუ რა გზა გაიარა ლაშამ იმისათვის, რომ გამხდარიყო წარმატებული სპორტსმენი, ამის შესახებ mshoblebi.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში მისი მამა, გელა ბექაური ესაუბრება:

- ცხადია, მამა ხართ და მის ორთაბრძოლებს უყურებთ და დედა ადევნებს თვალს?

- დიახ, რა თქმა უნდა, მე პროფესიონალისთვალით ვუყურებ. რაც შეეხება დედას, ხო იცით, დედები სხვანაირად განიცდიან ყველაფერს, ემოციურები არიან, თუმცა მაინც შესწევს ძალა უყუროს ლაშას ჭიდაობას.

- რა ასაკიდან და ვისი გადაწყვეტილებით დაიწყო ლაშამ ძიუდოზე სიარული?

- ძალიან მოძრავი ბავშვი იყო პატარაობიდანვე და პირადად ჩემი გადაწყვეტილებით მივიყვანე მესამეკლასელი ლაშა ძიუდოზე, ჩვენს სოფელში, არხილოსკარის დარბაზში, კახა წიკლაურთან.

- როგორც ჩანს, მალევე მიაღწია ლაშამ წარმატებას, 10 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გამხდარა...

- დიახ, ძიოდოზე სიარულის დაწყებიდან ორ წელში გახდა, როგორც ქართულ ჭიდაობაში, ასევე ძიოდოში საქართველოს ჩემპიონი, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სანამ თბლისში გადმოვიყვანდი სავარჯიშოდ, დაახლოებით 4-ჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თუ არ მეშლება. შემდეგ უკვე მოზარდობის ასაკში, გადმოვიყვანეთ კლუბ "განთიადში" და ლექსო ღვინიაშვილს მივაბარეთ.

რა აზრის იყო დედა, ლაშას ძიუდოზე ტარება რომ გადაწყვიტეთ?

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი სიტყვა და სურვილი. საერთოდ მიმაჩნია, რომ პროფესიის არჩევისას მშობელმა უნდა გაუკვლიოს გზა შვილს.

- საცხოვრებლად თბილისში გადმოხვედით ლაშას ვარჯიშის გამო?

- არა, მხოლოდ ვარჯიშებზე დამყავდა. სკოლაში აქ, სოფელში დადიოდა. დიდი წარმატების მისაღწევად აუცილებელი იყო ლაშას თბილისში ევლო ვარჯიშებზე.

- ცხადია, წარმატება სირთულეების გარეშე არ მოვიდოდა...

- გაჭირვების და წვალების გარეშე ძნელია რამეს მიაღწიო. თუმცა ჩემს ვაჟს ამაზე საუბარი არ უყვარს. განაგრძეთ კითხვა+ ოჯახის წევრების ფოტოები