"სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე"
სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში დებატებისას განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის კითხვას უპასუხა: "თქვენ რა სტრატეგია გაქვთ, გადაატრიალოთ ქვეყანა?! ჩამოიყვანოთ სააკაშვილი?!".
"სააკაშვილი აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, როგორც საქართველოს მოქალაქე. მესამე პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება ამ ქვეყანაში იცხოვროს. თუ ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლოს რამე შეკითხვები აქვს, მან პასუხი უნდა გასცეს. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, ამას არც "ქართული ოცნება", არც "ქურდული ოცნება" და არც თქვენი ორგანიზაციის მამამთავარი გადაწყვეტს. ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი", - განაცხადა ვაშაძემ.