"დრო მოვიდა, დაგითმოთ ჩვენი ძვირფასი დედა, რომელიც დაიცავს საქართველოს, როგორც ჩვენ გვიცავდა" - კვირის პალიტრა

"დრო მოვიდა, დაგითმოთ ჩვენი ძვირფასი დედა, რომელიც დაიცავს საქართველოს, როგორც ჩვენ გვიცავდა"

სპორტის სასახლეში "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

ივანიშვილი სპორტის სასახლეში პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად მივიდა, რასაც დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტებით შეხვდა.

შეხვედრა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. კანდიდატის გარდა, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, თბილისისი მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და სალომე ზურაბიშვილის შვილები.

თეიმურაზ გორჯესტანი, სალომე ზურაბიშვილის შვილი:

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, ქეთევანი და მე ჩამოვედით პარიზიდან და ლონდონიდან ამ კვირას. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებული მომენტი იმიტომ, რომ კანდიდატი რომელსაც მიმართავთ ქალბატონო სალომეთი, რომელიც კვირას ალბათ იქნება ქალბატონი პრეზიდენტი, ჩვენთვის დარჩება უბრალოდ დედა. ეს მიმართვა დედა არის ჩვენთვის სიმბოლო იმიტომ, რომ ეს სიტყვა იყო ჩვენთვის პირველი ინსტიქტის კავშირი ამ შორეულ საქართველოსთან და ეს არ არის შედეგი ჩვენი მშობლების დამსახურება რომ პირველი ენა ყოფილიყო ქართული, ქეთევანთან ერთად გვინდოდა მადლობა გადავუხადოთ დედას, მამას, ჟანრის, ბებიას იმისათვის, რომ დღეს აქ თარჯიმანი არ გვჭირდება. ამაყად გესაუბრებით ქართულ ენაზე, ეს ახასიათებს ჩვენ ოჯაიხს ქართველობის დაცვა.

საქართველოს დაცვა იწყებოდა ოჯახში მისი ფუნდამენტური ფასეულობების შენარჩუნებით. რაც მიმდინარეობდა ამ კამპანიაში დედის მიამათ, ქალის მიმართ, გარდაცვალებული ბების მიმართ, სრულიად არაა მისაღები, ეს შეუარცხყოფა იყო სრულიად არაქართული, შეიძლება მე შეცდომებს ვუშვებ ქართულად, მაგრამ ქართველობას არასოდეს დავარღვევ. ჩვენი ოჯახისთვის საქართველოს დაცვა კიდევ უფრო ნიშნავდა მოვალეობას, ეს იყო ბაბუაჩემ ლევან ზურაბიშვილის ვალდებულება, როცა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, არა იმიტომ, რომ საფრანგეთს უარყოფდა, არამედ იმიტომ, რომ დარჩენილიყო ქართველი, ასე ქართველი დიაბადა და ქართველ ლტოლვილად გარდაიცვალა. ეს იყო ვალდებულება მამაჩემი, ქალბატონი სალომეს პირველი ქმრის, რომელმაც დაწერა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიისთვის პირველი ლიბერალური პროგრამა 1990 წელს. ეს იყო ვალდებულება ჟანრი კაშიასი, როცა წამოვიდა დასავლეთში 1980-ია წლებში ტოტალიზმის წინააღმდე რომ იბრძოდა ლიტერატურით, ისტორიით და ფილოსოფიით, და ვალდებულებაა დედაჩვენის, ალბათ ამას პირველად გამოვხატავთ და არც კი ვიცი დედაჩვენმა თუ იცის ახლა რაც ვიტყვით, როდესაც ქართულ პოლიტიკაში დარჩენა გადაწყვიტა, 2006 წელს იპოდრომზე ოჯახი ერთად ვეხვეწეთ რომ საფრანგეთში დაბრუნებულიყო, რადგან იმ დროს საქართველოში პოლიტიკა კიდევ იყო საშიში და ამ ხვეწნაზე დედამ ერთი პასუხი გაგვცა, ბრძოლა იყო მისი ვალდებულება და პარიზში ჩამოსვლა იქნებოდა სამშობლოს მიტოვება.

ეს სიტყვები დღემდე მახსოვს და დღეს გვინდა მოსახლეობამ გაიგოს დედაჩვენის გამბედაობაზე. ჩვენი ემიგრაციის მიზანი იყო ბრძოლა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ და საქართველოს დაბრუნება ევროპულ სფეროში. სალომე ზურაბიშვილის არჩევანი უნდა იყოს ის ხიდი, რომელითაც საქართველო მიუახლოვდება 21-ე საკუკუნის ევროპას, ეს უნდ აიყოს ხიდი თბილსიიდან პარიზამდე, თბილისიდან ლონდონამდე თბილისიდან ბრიუსულამდე და ჩვენ როგორც დაბადებული და გაზრდილები საფრანგეთში, ვოცნებობთ იმაზე, რომ ევროპული და დასავლური ღირებულებები განვითარდეს საქართველოში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დამშვიდებული პოლიტიკუირ შეჯიბრება, რომელიც ჯერ არ შემოსულა.

კვირას ექნება მოსახლეობას შესაძლებობა გააგრძელოს 1921 წელს დაწყებული ისტორია და ბოლომდე მიიყვანოს ემიგრაციის ოცნება, როგორც ჩემმა დამ - ქეთევანმა უკვე თქვა მედიაში და გავიმეორებ, დრო მოვიდა დაგითმოთ ჩვენი ძვირფასი დედა. და ვიცით, რომ ის დაგიცავთ ყველას, დაიცავს საქართველოს ისე, როგორც ჩვენ გვიცავდა. წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს დედიკოს და გაუმარჯოს ჩვენ სამშობლოს, ჩვენს საქართველოს".

იხილეთ ასევე: ვინ არიან და რას საქმიანობენ პრეზიდენტობის კანდიდატების შვილები