"ახლა მიყურეთ, როგორ აგწიოთ ჰაერშიო..."- ქუთაისის აეროპორტში ზარი სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა - კვირის პალიტრა

"ახლა მიყურეთ, როგორ აგწიოთ ჰაერშიო..."- ქუთაისის აეროპორტში ზარი სიძეზე გაბრაზებულმა სიდედრმა განახორციელა

ქუთაისი-ვარშავის ავიარეისზე განხორციელებული ზარის ავტორი დადგენილია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო.

შეგახსენებთ, რომ "საქართველოს აეოპორტების გაერთიანების" განცხადებით, 25 ოქტომბერს "ვიზეარის" რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავის მიმართულებით იძლებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან" აცნობეს.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, ქუთაისის აეროპორტში ქალბატონმა დარეკა, რომლის სიძეც ვარშავაში მიფრინავდა.

"დარეკა ქალმა და იკითხა ქუთაისი-ვარშავის რეისი გაფრინდა უკვეო, როდესაც პასუხად მიიღო კი, თქვა ახლა მიყურეთ როგორ აგწიოთ ჰაერშიო..." - უყვებიან Ambebi.ge-ს ქუთაისელები, რომლებიც მომხდარის შესახებ არიან ინფორმირებული.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.

ambebi.ge