"ერთი ეგ ვიცი, რომ ბავშვმა თავი არ მოიკლა, განზრახ მოკლა ვიღაცამ" - რას ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბებია
ერთი ეგ ვიცი, რომ ბავშვმა თავი არ მოიკლა, განზრახ მოკლა ვიღაცამ - გორში გაუჩინარებული 9 წლის გოგონას ბებია გარდაცვალების მიზეზებზე ტელეკომპანია "დიასთან" საუბრობს.
გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილი გოგონას ცხედარი იპოვეს, ახლობლები, აღნიშნული დასახლების მცხოვრებლები და ოჯახის ნათესავები არიან შეკრებილი.