"პირდაპირ შარვლიდან ხტება ეს კაცი... სააკაშვილი მაღალი კია, მაგრამ პატარა კაცია" - კვირის პალიტრა

"პირდაპირ შარვლიდან ხტება ეს კაცი... სააკაშვილი მაღალი კია, მაგრამ პატარა კაცია"

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას "ნაციონალურ მოძრაობაზე" განაცხადა:

"ნახეთ რეებს კადრულობენ, რას ამბობენ ქალბატონზე, რას უძლებს სალომე ზურაბიშვილი, გუშინაც რეები თქვა სააკაშვილმა.... სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, „რუსთავი 2“ ახლაც ცდილობენ დესტრუქციას, რევოლუციას, მაგრამ არ გამოუვათ...

მან კომნტარი გააკეთა 25 0ქტომბერს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზეც, რომელშიც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე ლაპარაკობენ.

მისივე თქმით, მისი ლიკვიდაცია იოლი არ არის.

"იმ ჩანაწერების მე არ მჯერა, სანამ ავთენტურობა არ დადგინდება, რაც გუშინ გამოვიდა და რაზეც საუბრობდნენ პრეზიდენტი და მისი ბიძა, თუმცა არაფერი არ მიკვირს. ესენი ყველაფერზე არიან წამსვლელი, მაგრამ საზოგადოებას ვეტყვი, უკაცრავად და მაგათ მაგის საჯდომი არ აქვთ. იოლი არ არის ჩემი ლიკვიდაცია, რაზეც გვარამია ოცნებობს. მაგათ მაშინ ჰქონდათ ძალა, მგლის ხროვასავით ერთად რომ იყვნენ, მაშინ ჩაგრავდნენ ქართველ კაცს. ახლა მაგათ მაგის თავი სად აქვთ. არ იფიქროთ, წამსვლელები არიან, მაგრამ თუ ვინმეს რამის შიში გაქვთ, არაფრის შიში არ გქონდეთ.

პირდაპირ შარვლიდან ხტება ეს კაცი, მაგრამ არაფერი გამოუვა, ირაკლი კობახიძემ კარგად თქვა,  ძლიერ ქალბატონს ებრძვიან სუსტი კაცებიაო, გუშინ მე პატარა კაცები წამომცდა, სააკაშვილი მაღალი კია, მაგრამ პატარა კაცია".