"რომ არ დაგიმალოთ, უჩა ძალიან შეწუხებულია" - რას ამბობს ივანიშვილი მამაცაშვილზე? - კვირის პალიტრა

"რომ არ დაგიმალოთ, უჩა ძალიან შეწუხებულია" - რას ამბობს ივანიშვილი მამაცაშვილზე?

"უჩა მამაცაშვილი ძალიან წესიერი კაცია" - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"უჩა მამაცაშვილი ძალიან წესიერი კაცია. რაც შეეხება ნათესავებთან დამოკიდებულებას, ვერცერთი ჩემი ძმა ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არცერთ შემთხვევაში არაფერი გაუკეთოთ. მე ჩემ ძმებს და ნათესავებს, მათ შორის უჩას ჩემიდან ვეხმარები და არა სახელმწიოფოს ხარჯზე. თუ უჩა მეგობრობს ფარცახალაძესთან, ეს არანირის საბუთი არ არის, ფარცხალაძეს აქვს თავისი ისტორია, ის იყო მთავარი პროკურორი ახლა ბიზნესშია. უჩა მამაცაშვილს სახელს ხშირად იტრიალებენ ბოლო პერიოდში და რომ არ დაგიმალოთ, ძალიან შეწუხებულია, ყოველ ორ სიტყვაზე წითლდება. უჩას დედა, დედაჩემის დედა ჩემთვის არის სიმბოლო. ცხოვრებაში არ მინახავს ახლაც ცრემლი მომაწვა ისეთი საყვარელი ქალბატონი იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ ვიდეო