ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სატივესთან „მერსედესის“ მარკის მსუბუქ ავტომობილს სატვირთო შეეჯახა. ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომანქანაში მყოფმა 6-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულთაგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია.ავარიის შედეგად დაზარალებული 6 პირი ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ წუთებში ყველა საჭირო კვლევა მიმდინარეობს. რაც შეეხება ბავშვებს- 3, 4 და 5 წლის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები არ გამორიცხავენ, რომ ერთ-ერთ დაშავებულს, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, დაუყოვნებლივ ოპერაცია ჩაუტარდეს.მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება."ინტერპრესნიუსი"