ამ წუთებში ცესკოში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ამ წუთებში ცესკოში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს

ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ავღანეთში ჩატარებული კენჭისყრის შედეგების დათვლა მიმდინარეობს.

ცესკოს ინფორმაციით, იმ სამხედროებისთვის, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ორი საარჩევნო უბანი - მაზარი შარიფისა და ბაგრამის უბნები იყო გახსნილი. ხმის მიცემის პროცედურა ამ უბნებზე 25 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს ინფორმაციით, ავღანეთში, ორივე სამხედრო ბაზაზე სულ რეგისტრირებული იყო 875 ამომრჩეველი. რამდენმა მათგანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ამის შესახებ ხმების დათვლის შემდეგ გახდება ცნობილი.