"ვინც ათასობით ლარს აკეთებს, რომ რაღაც ტყუილები მოუყვეს ბიძინა ივანიშვილს, იმან ახსნას ახლა რამ გამოიწვია ეს ფიასკო"
"ოცნებამ“ საშუალება არ დაუტოვა ქართველ ამომრჩევლებს, რომ ხმა მიეცათ რომელიმე ძალისთვის, რომელიც არ იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაფიქსირებული შედეგი "ქართული ოცნებისთვის“ ფიასკოა, მით უფრო, რომ გამარჯვების შანსი გაზრდილი აქვს "ნაციონალურ მოძრაობას“. დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტია იგივე მეთოდებით მუშაობს, როგორც მიხეილ სააკაშვილი.
"2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მარგველაშვილმა აიღო 62%, დღეს სალომე ზურაბიშვილმა აიღო 38%, რაც არის 20%-იანი სხვაობა. მაშინ ბატონი ბაქრაძე იყო "ნაციონალური მოძრაობის“ ერთიანი კანდიდატი - 41%, დღეს გრიგოლ ვაშაძეს 37% დამატებული ბაქრაძის მაჩვენებელი, სულ 47%.
ვინც ათასობით ლარს აკეთებს, რომ რაღაც საოცრებები და ტყუილები მოუყვეს ბიძინა ივანიშვილს, იმან ახსნას ახლა რამ გამოიწვია აი ეს ფიასკო და რამ გამოიწია ის, რომ ასეთი სერიოზული არჩევნების, სერიოზული სიბრაზის ფონზე გაშვებული ძალა ბრუნდება უკან. "ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რაც მას არ უნდა გაეკეთებინა, რა შეცდომაც თავის დროზე სააკაშვილმა დაუშვა, მან გაკრიფა პოლიტიკური ასპარეზი. "ოცნებამ“ საშუალება არ დაუტოვა ქართველ ამომრჩევლებს, რომ ხმა მიეცათ რომელიმე ძალისთვის, რომელიც არ იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
"ვინც ათასობით ლარს აკეთებს, რომ რაღაც ტყუილები მოუყვეს ბიძინა ივანიშვილს, იმან ახსნას ახლა რამ გამოიწვია ეს ფიასკო"