"ისე მომკვდარა, ხმაც კი ვერ გაუღია, მისი ორივე და ყოფილა თამაშზე, სადაც ეს უბედურება დატრიალდა" - კვირის პალიტრა

"ისე მომკვდარა, ხმაც კი ვერ გაუღია, მისი ორივე და ყოფილა თამაშზე, სადაც ეს უბედურება დატრიალდა"

20 წლის ლაშა მღებრიშვილის გარდაცვალების ფაქტმა უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული. ახალგაზრდა ბიჭი, გუშინ რაგბის თამაშის დროს გარდაიცვალა. იგი შერკინებისას მოულოდნელად გახდა ცუდად, გული გაუჩერდა, კრიჭა შეეკრა და მისი გადარჩენა ვერავინ შეძლო.

ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდა  ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი და სხვადასხვა ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული იყო, ბოლო პერიოდში ის რაგბში ვარჯიშობდა. გარდა ამისა იყო სტუდენტი და ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ტურიზმის მიმართულებით სწავლობდა. მისი დაღუპვის ამბავს უამრავი ადამიანი ეხმაურება.

ჩვენთან საუბარში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკო კვარაცხელიამ გაიხსენა მისი სტუდენტობის პერიოდი, გაიხსენა ის, თუ როგორი მხიარული და კომუნიკაბელური იყო.

- ლაშა იყო არაჩვეულებრივი გულისხმიერი, ძალიან წესიერი და მოწესრიგებული ახალგაზრდა. სამი წელია რაც ვიცნობ და მასზე

ვერაფერ ცუდს ვერ გავიხსენებ. წელს ვისვენებდი ქობულეთში და იქ ვნახე, ისე გაუხარდა ჩემი ნახვა, სელფი გადაიღო ჩემთან, ახლა კი გავიგე, რომ ეს ფოტო მის ფეიბუქგვერდზე აუტვირთია და დაუწერია ჩემი უსაყვარლესი ლექტორიო. მადლობაც კი ვერ გადავუხადე, ისე წავიდა ჩვენგან ბავშვი...ტურიზმზე სწავლობდა ჩვენთან. არ არსებობს და არ მეგულება ლაშაზე განაწყენებული ვინმე ყოფილიყო. ძალიან გახსნილი და კომუნიკაბელური ბავშვი იყო. საოცარი აურა ჰქონდა, მუდმივად იღიმებოდა, არასოდეს გვინახავს მის სახეზე ღრუბელი. ექსკურსიებზე, სპორტულ შეჯიბრებებში სულ გამორჩეული და აქტიური იყო. ძალიან მეტკინა გული, ავტობუსით სახლში მოვდიოდი და უნებლით შევამჩნიე, რომ ვტიროდი, ასე დიდი ხანია არაფერი განმიცდია. მთელი უნივერისტეტი იყო იმ თამაშზე...როდესაც ლაშას თავს უბედურება დატრიალდა, მისი ორივე დაც იქ ყოფილა. განაგრძეთ კითხვა