ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამბოს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩემპიონტის პირველივე დღე ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მათ საბოლოო ჯამში 3 მედალი მოიპოვეს - 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.
პირველივე დღეს წარმატებით იასპარეზეს გივი ნადარეიშვილმა (52კგ) და პაატა ღვინიაშვილმა (90კგ). სამბოში მსოფლიო ჩემპიონატი ბუქარესტში დღეს დაიწყო და 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"