ვინ არის "ოცნების" პიარის სპეციალისტი მოშე კლუგჰაფტი, რომელსაც სააკაშვილმა "ებრაელი აფერისტი" უწოდა
18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა "ქართული ოცნების" ისრაელიდან ჩამოსულ სპეციალისტს "რუსთავის 2"-ის ეთერში "ებრაელი აფერისტი" უწოდა.
"ვიღაც ებრაელ აფერისტს მოშეს მისცეს [ივანიშვილმა] მილიონ ორასი ათასზე მეტი, რომ ეს ბილბორდები დაამზადოს დაჯღანული სახეებით, რომლებიც თბილისში გამოფინეს. ერთი სიტყვით, ისინი ["ქართული ოცნება"] არიან სულ პანიკაში, ხან რას იგონებენ, ხან რას", - განაცხადა "რუსთავის 2-ის" ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.
მანამდე კი სააკაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა აღნიშნულ ინფორმაციას და ისრაელიდან ჩამოსულ პიარის სპეციალისტს "ისრაელელი აფერისტი" უწოდა.
მოშე კლუგჰაფტი საერთაშორისო მაშტაბით საარჩევნო კამპანიების მენეჯერია. უმუშავია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი; ამ უკანასკნელში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სასარგებლოდ წარმოებული საარჩევნო კამპანია ერთ-ერთი საუკეთესოდ არის აღიარებული ინოვაციური მეთოდების გამოყენების კუთხით.
ისრაელში, კლუგჰაფტი განათლების მინისტრის-ნაფტალი ბენეტის უფროსი მრჩეველი იყო, რომელმაც 2%-იანი ცნობადობის მიუხედავად, 12 მანდატით შესძლო ქნესეტში მოხვედრა. მოშე კლუგჰაფტი მთავარი მომლაპარაკებელი იყო ნათანიაჰუს კოალიციასთან და ის ეროვნულ გაერთიანებას "ებრაელი ხალხის კეთილდღეობისთვის" წარმოადგენდა. აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად ნაფტალ ბენეტმა ეკონომიკის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა. გაგრძელება