ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. ამ დროისათვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"