"უკვე რომ მო­გე­ბუ­ლი აქვს ქალ­ბა­ტო­ნ სა­ლო­მეს, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ჩვენ ახლა ყვე­ლა წა­ვალთ სა­ქე­ი­ფოდ" - კვირის პალიტრა

"უკვე რომ მო­გე­ბუ­ლი აქვს ქალ­ბა­ტო­ნ სა­ლო­მეს, ამას წყა­ლი არ გა­უ­ვა. ჩვენ ახლა ყვე­ლა წა­ვალთ სა­ქე­ი­ფოდ"

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ეგზიტპოლის შედეგები "რუსთავი 2"-მა და "იმედმა" გამოაქვეყნეს. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 55% მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 45 %.

ხოლო ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 58%, გრიგოლ ვაშაძემ კი 42% დააგროვა.

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ საზეიმო განწყობაა. ადგილზე პარტიის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ასევე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანიებ - თემურ თათარაშვილი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, სალომე გოგიაშვილი, მზია პატარკაციშვილი, "ფორტე", ბექა ჩხაიძე, "ქუჩის ბიჭები" და სხვები.

როგორც მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსთან" საუბრისას განაცხადა, ის სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებული იყო და სხვა შედეგს არც ელოდა.

"დილიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს განწყობა იქნებოდა. მე უფრო მეტ შედეგს ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ, 6 საათის მონაცემები იყო 58% და 8 საათის მონაცემებით ბევრად მაღალი პროცენტი იქნება, ჩვენს სასიკეთოდ. ყველას მინდა გამარჯვება მივულოცო, ვინც ხმა მისცა ევროპას და ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს" - განაცხადა ნინი ქარსელაძემ.

"სასურველი იქნება, რომ გაიზარდოს პროცენტული მაჩვენებელი, რომ კარგად გავიხაროთ, თორემ უკვე რომ მოგებული აქვს ქალბატონი სალომეს, ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ახლა ყველა წავალთ საქეიფოდ" - აღნიშნა თემურ თათარაშვილმა.

"ვულოცავ არჩევნებში ქალბატონ სალომეს გამარჯვებას, ეს არის მისი უდიდებულესობა ხალხი. ხალხმა პირველ ტურში დაიზარა მისვლა, ვინაიდან იყო განაწყენებული ხელისუფლებაზე, ახლა კი არა უთხრა მკვლელებს, არა უთხრა "ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა ხათუნა ჟორდანიამ.

იხილეთ ასევე: "გვარამია, როგორ ხაარ?" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუკში" მე-2 ტურის შედეგებს?

იხილეთ ვიდეო