ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი? - კვირის პალიტრა

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი?

ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა შესაძლოა, ლაშა ჟვანიამ ან ბიძინა გიორგობიანმა დაიკავონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა პირებმა განუცხადეს, ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სწორედ ჟვანიას და გიორგობიანის კანდიდატურებს განიხილავს.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მას ასეთი შემოთავაზება ჯერ არ მიუღია. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მას სალომე ზურაბიშვილის გუნდში ყოფნას შესთავაზებენ, კონსულტაციებს გაივლის.

"ასეთი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა თუ იქნება, კონსულტაციებს გავივლი. მე სალომე ზურაბიშვილის გვერდით ვიყავი თავიდანვე და მის გვერდით ვიქნები ბოლომდე," - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.

იხილეთ ასევე: "სალომესთან სადაც დავჭირდები, იქ მივეხმარები" - ვინ შეიძლება აღმოჩნდეს სალომე ზურაბიშვილის გუნდში?

"ინტერპრესნიუსი"