ნიკა რურუა გარდაიცვალა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა რურუა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკა რურუა 50 წლის იყო. ის პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი და კულტურის მინისტრი გახლდათ. ამ თანამდებობას ის 2009 წლიდან 2012 წლამდე იკავებდა.
"კვირის პალიტრა" მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.