ელეგანტური მაკა ჩიჩუა, ქეთი დოლიძე და ინაუგურაციის სხვა სტუმრები - საინტერესო კადრები ბატონის სასახლიდან
სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო. ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდა გიორგი მარგველაშვილს.
პრეზიდენტის საინაუგურაციო ღონისძიება თელავში, "ბატონის სასახლეში“ ჩატარდა. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, დედაქალაქის მერი კახი კალაძე, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინაუგურაციაზე ერთად იდგნენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრებოდნენ საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩამოსული სტუმრები.
ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. მარიკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, სოფო ხალვაში, ქეთი დოლიძე და სხვები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ინაუგურაციას არ ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი.
იხილეთ ასევე: ვისთან ერთად მივიდა სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაციაზე?