საუკეთესო კაბები მაკა ჩიჩუას გარდერობიდან
2018 წლის 16 დეკმებრს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა ქვეყნის მე-4 პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, შესაბამისად, პირველი ლედის სტატუსს აღარ ატარებს მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა, მაგრამ ის უდაოდ დარჩება ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ პირველ ქალბატონად, რომელიც გემოვნებიანი ჩაცმულობით გულგრილს არავის ტოვებს.

"ჩემი ბუნებრივი ჩაცმულობა ყოველთვის იყო სპორტულისკენ მიმართული, ვიდრე ელეგანტური. ცოტა აკადემიური, ოფიციალური, ისეთი კლასიკური, როგორიც შეეფერება ქვეყნის პირველი პირის მეორენახევარს. ამავე დროს უნდა იყო ინდივიდუალური, არ მოექცე ჩაერჩოებში, როდესაც
პირველი ლედის ამპლუაში პირველი სამოსის შერჩევა დამჭირდა, არ მიწვალია, მაგრამ ვიფიქრე. არადა, არ ვანიჭებ ამას დიდ ყურადღებას. ჩაცმის მიმართ ჩემი განწყობა ყოველთვის მსუბუქი იყო", - განაცხადა ერთ-ერთ გადაცემაში ქალბატონმა მაკამ.
ამ რამდენიმე წლის წინ კი პირველი ქალბატონის ამპლუაში ასეთი რამაც ბრძანა:
"სოფელში ვცხოვრობ და იქედან გამომდინარე, რომ სოფელში სხვა საჭიროებებია, ისე მაცვია, რომ შეიძლება ვერ წარმოიდგინო, რომ ეს პირვლი ლედია... - შესაბამისად მაცვია, როგორც ვცხოვრობ".

ფოტოგრაფმა ლელი ბლაგონრავოვამ, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფი გახლდათ, ამ ცოტა ხნის წინ ასეთი რამ გაიხსენა: "საფრანგეთში ბოლო ვიზიტისას ბევრი ფოტო გადავიღე, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. პირველ ლედის აქვს დადებითი ემოციები, ძალიან უყვარს ხალხს. შევამჩნიე, სამახსოვრო ფოტოს გადაღების დროს საფრანგეთში მელანია ტრამპი მისკენ თვალს აპარებდა, მის უკან იდგა და რამდენჯერმე მიტრიალდა უკან...
21-ე საუკუნეში სილამაზისთვის უამრავი საშუალება არსებობს, თუმცა, ბუნებრიობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამბობენ, რომ ყველა ქალი ლამაზია - თუმცა, ყველას არ აქვს ამ სილამაზის წარმოჩენის უნარი და განწყობა. ჩვენი ქვეყნის ყოფილ პირველ ლედის ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლა. ის არის ქალი, რომელიც შეუდარებელია, როგორც უბრალო შავ როლინგში, ასევე, ულამაზეს და სპეციალურად მისთვის შეკერილ კაბაში. 
