"პატრონმა საჩუქარიც გადმოგვცა" - რას ამბობენ გოგონები, რომელთაც ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვეს? - კვირის პალიტრა

"პატრონმა საჩუქარიც გადმოგვცა" - რას ამბობენ გოგონები, რომელთაც ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვეს?

დაახლოებით 3 კვირის წინ, სამდიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, კარინე ბაგირიანმა და ნინო ზაბახიძემ ქუჩაში 37 000 დოლარი იპოვეს. გოგონებმა თანხა პატრონს პოლიციის დახმარებით გადასცეს.

გუშინ, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი გოგონებს შეხვდა. მან სტუდენტებს ასეთი საქციელისთვის მადლობა გადაუხადა და ფულადი ჯილდოც გადასცა.

"მე და ჩემი ჯგუფელი ვბრუნდებოდით სახლში, მივდიოდით მეტროსადგურ "სმედიცინოსთან", ამ დროს ჩემმა ჯგუფელმა დიანახა პარკი, რომელშიც იდო გარკვეული ოდენობის თანხა, გადავწყვიტეთ შევსულიყვაით ბანკში, სადაც გვითხრეს, რომ პოლიციისთვის დაგვერეკა" - სრულად იხილეთ ვიდეოში.