"ადამიანი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას რომ იღებს და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში უშვებს, ეს დანაშაულია" - კვირის პალიტრა

"ადამიანი სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას რომ იღებს და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში უშვებს, ეს დანაშაულია"

ადამიანი სოციალურ შემწეობას რომ იღებს სახელმწიფოსგან და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში რომ უშვებს, ეს დანაშაულია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრებაზე საკანონმდებლო ინიციატივას მეორე მოსმენით განიხილავენ. ზოიძის თქმით, ადამიანები "ამ ნარკოტიკს უნდა შეეშვან".

"ადამიანი სოციალურ შემწეობას რომ იღებს სახელმწიფოსგან და ამ შემწეობის ნახევარს სიგარეტში რომ უშვებს, ეს დანაშაულია მისი ოჯახის და მისი შვილების წინაშე. პირდაპირ ვამბობ, ადამიანები ამ ნარკოტიკს უნდა შეეშვან. როდესაც ისეთი საუბარი მიდის, რომ სიგარეტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ადამიანს ჯერ სამსახური ვუშოვოთ და მერე დაანებებს თავს, ეს მიუღებელია," - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

"ინტერპრესნიუსი"