ვინ არის ბიჭუნა, რომელმაც ქუჩაში ძაღლი თავისი ქურთუკით გაათბო
ინტერნეტმომხმარებლის დემო ლომიძის მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც პატარა ბიჭი და ქუჩის ძაღლი არიან ასახულნი, "ფეისბუკზე" უამრავი ადამიანი აზიარებდა.
როგორც აღმოჩნდა, ბიჭუნა, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი თავისი ქურთუკით გაათბო, 11 წლის ლევან გიორგაძეა. გუშინ მასთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ სუნდუკიანის ქუჩაზე, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლი დადგა.
"ლევანი გუშინ გავრცელებული ფოტოს გმირია, სადაც ჩანს, თუ როგორ აფარებს მოზარდი თავის ქურთუკს ეზოში მწოლიარე მიუსაფარ ძაღლს. ის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსაც ესტუმრა და სააგენტოს მიერ ჩატარებულ სამაშველო ოპერაციებსაც გაეცნო" - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც თან ფოტოები ახლავს. გაგრძელება