71-ე ბაღში ზეიმის დროს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბავშვი დაშავდა - კვირის პალიტრა

71-ე ბაღში ზეიმის დროს პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ბავშვი დაშავდა

თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს პიროტექნიკა აფეთქდა. აფეთქების შედეგად ერთმა ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიიღო, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად ბავშვი საავადმყოფოდან უკვე გაწერილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

აღნიშნული ფაქტი 71-ე საბავშვო ბაღში 26 დეკემბერს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"