გილოცავთ ახალ, 2019 წელს!
ძვირფასო მკითხველებო!
"კვირის პალიტრა" გილოცავთ ახალ, 2019 წელს.
მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიმხნევეს, წინსვლას, სიყვარულსა და ბედნიერებას გისურვებთ.
ხვავი და ბარაქა დაჰბედებოდეს ყოველ ოჯახს!
საკუთარ თავსაც ვუსურვებთ, რაც შეიძლება მეტი სიკეთისა და წარმატების, ჩვენი ქვეყნის წინსვლის ამბები გვეხარებინოს ჩვენი მკითხველისთვის!