"ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა" - კვირის პალიტრა

"ჩვენი მოქალაქეებისთვის ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა"

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილი ერთჯერადი პროგრამა წარმატებით დასრულდა.

"პროექტი უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ჩამოწერილი თანხის საერთო მოცულობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა. ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს," - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის რამდენიმე საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც არ შეუერთდა პრობლემური სესხების განულების პროცესს.

"ზოგი მათგანი სიებს აზუსტებდა, ზოგისთვის პირობები აღმოჩნდა მიუღებელი. თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, 15 იანვრამდე, ფონდი "ქართუს" კარი ღიაა ყველა იმ საფინანსო ორგანიზაციისთვის, რომელთა პორტფელი აკმაყოფილებს უკვე დასახელებულ პირობებს. შესაბამისად, ამ ვადაში მათაც შეეძლებათ შეუერთდნენ აღნიშნულ პროგრამას", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"