3 ბინა წელიწადში და 1 მლნ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ილია წულაია - კვირის პალიტრა

3 ბინა წელიწადში და 1 მლნ დოლარზე მეტი საბანკო ანგარიშებზე - რა ქონებას ფლობს დეპუტატი ილია წულაია

საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომელთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესიდან მოხვდა.

მათ შორის ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია "არქი ჯგუფის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ილია წულაიაა. 2018 წლის 31 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში 54 000 ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, დეპუტატმა გასულ წელს დედაქალაქში 3 ბინა შეიძინა. ჯამში, უძრავი ქონების ყიდვა წულაიას 210 545 ამერიკული დოლარი დაუჯდა. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, დეპუტატი ფლობს 1 100 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 16.66%-ს წავკისში და თბილისში მდებარე 101 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 25%-იან წილს.

მასვე ეკუთვნის ROLEX-სა და HUBLOT-ის ფირმის 2 მაჯის საათი. თითოეული მათგანის ღირებულება 10 ათას ლარს აღემატება და ორივე საათი საჩუქრად აქვს მიღებული. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე მას 9 596.4 ლარი; 1 102 361.25 დოლარი; 6 537 ევრო და 1363.15 გირვანქა სტერლინგი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 20 000 ლარი ჰქონდა. ამასთან, წულაია 30 კომპანიის დირექტორი და 31 კომპანიის მეწილეა, თუმცა, წილის მმართველად სხვა პირი ჰყავს დანიშნული. გაგრძელება