თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, პეკინის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
"ინტერპრესნიუსი"