რა ღირს დღეს ვან გოგის ნახატები, რომელსაც მხატვარი თავის დროზე კაპიკებადაც ვერ ყიდიდა?
ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ტილოებია. მათი ფასი აუქციონებზე რამდენიმე მილიონ დოლარს აღწევს. დღეს მილიონებად შეფასებული ტილოების ავტორმა სიცოცხლეში მხოლოდ 14-მდე ნახატის გროშებად გაყიდვა შეძლო. ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, მხოლოდ ორი ტილოს გაყიდვა მოახერხა მეტ-ნაკლებად სოლიდურ ფასად - დაახლოებით, 400 და 100 ფრანკად. როგორც ამბობენ, ტილოებით გამომუშავებული თანხა მხატვარმა ოჯახს მოახმარა. მხატვრის წერილებიდან ცნობილია, რომ მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფინანსურად ძმა - თეო ეხმარებოდა. გთავაზობთ, თავის დროზე მიზერულ ფასად გაყიდული, ანაც საერთოდ ვერ გაყიდული ნახატებიდან რამდენიმეს დღევანდელ ფასებს:
"მზესუმზირები" 1987 წელს იაპონურმა კომპანიან "იასუდამ"ვინსენტ ვან გოგის "მზესუმზირები"ლონდონის აუქციონზე 40 მილიონ დოლარად შეიძინა.
"მზესუმზირები" მხატვრის შემოქმედებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტილოს წარმოადგენს. ვან გოგი თვლიდა, რომ ამ ნახატით მან ყვითელი ფერის ჰარმონიას მიაღწია. ტილოზე გამოყენებული ყვითელი ფერის სხვადასხვა ტონი და მათი სიმკვეთრე დროთა განმავლობაში გაცილებით მდიდრულ და შთამბეჭდავ იერს იძენს. ნახატის შექმნისას, რომელიც, როგორც ცნობილია, მეგობრისთვის პოლ გოგენისთვის იქმნებოდა, ვან გოგმა მისი საყვარელი ტექნიკა იმპასტო გამოიყენა, რომელსაც ვინსენტი მხატვრებს შორის ყველაზე კარგად ფლობდა.
"ექიმი გაშეს პორტრეტი" ექსცენტრულმა მილიარდერმა იაპონიიდან რიოტო საიტომ, რომელიც საკუთარ თავს ვინსენტ ვან გოგს ამსგავსებდა, ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე "ექიმი გაშეს პორტრეტში" 82 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ავტოპორტრეტი მხატვრის ცნობილი ავტოპორტრეტი კი, რომელიც მან 1889 წელს არლში ყოფნისას დახატა, აუქციონზე 90,1 მილიონ დოლარად გაიყიდა.
"ზამბახები" გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს ტილო მხატვრის შემოქმედებაში ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ მიიჩნეოდაა, ვიდრე აუქციონზე მისი ცნობილი ნახატი "ზამბახები" არ გაიყიდა. მასში აუქციონზე 100 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ვან გოგმა ზამბახების ხატვა თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ დაიწყო. 1889 წელს ის საავადმყოფოს ბაღში მუშაობდა, სადაც ყვავილებით მოიხიბლა და სწორედ მათი დახატვით ებრძოდა დეპრესიას. ვინსენტი ნამუშევარს შემდეგნაირად მოიხსენიებს: "ჩემი დაავადების ნათელი ორიენტირი". ვან გოგს სჯეროდა, რომ თუ ხატვას გააგრძელებდა, დაავადებას თავს დააღწევდა.
დღეს კი ვან გოგის ყველაზე ძვირადღირებულ ტილოდ ისევ "ექიმი გაშეს პორტრეტი" ითვლება. პორტრეტი 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ფერწერულ ტილოდ მიიჩნეოდა. როგორც აღმოჩნდა, "ექიმი გაშეს პორტრეტის" ორი ვერსია არსებობს და ორივე ტილო მხატვრის სიცოცხლის ბოლო თვეებში, 1890 წელს დაიხატა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი პორტრეტი პირადი კოლექციისთვის შეიძინეს და მასში 129,7 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
- თუ გიოცნებიათ მსოფლიოში აღიარებული უდიდესი მხატვრების: ვან გოგის, კლიმტის, ლეონარდო და ვინჩის, რემბრანდტის, ან სხვა უდიდესი მხატვრების ტილოების საკუთარ კოლექციაზე, უკვე შეგიძლიათ, აიხდინოთ ეს ოცნება. თქვენ მიიღებთ ორიგინალთან მიახლოებულ ანალოგს, რომელიც სპეციალურად შექმნილი უნიკალური ტექნოლოგიით იბეჭდება მაღალი ხარისხის ტილოზე (ე.წ. კანვასზე) და გადაჭიმულია ხის ჩარჩოზე.
- "კვირის პალიტრის"ახალი პროექტის ფარგლებში, ხალხის ჩართულობით შეირჩევა ჯერ მხატვრები, შემდეგ კი მათი ტილოები, რომლებიც ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი ყველასთვის მისაღებ ფასად.
- პირველი ხალხის რჩეული მხატვარი ცნობილია, ეს გახდა ვან გოგი, რომლის 3 ტილო: "ვარსკვლავებიანი ღამე", "მზესუმზირები", "კაფეს ტერასა საღამოს ფორუმის მოედანზე"21 იანვრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან "ერთად იქნება ხელმისაწვდომი.
- ხმის მიცემა გრძელდება! იაქტიურეთ, რათა თქვენთვის სასურველი მხატვარი და მისი ტილოები მოხვდეს 12 რჩეულს შორის.
- დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: http://www.palitral.ge/mkhatvrebi.html ან დარეკოთ ნომერზე: 2 19 60 13.