თბილისში "ჰარდ როკ კაფე" გაქურდეს
თბილისში, ვასილ პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე "ჰარდ როკ კაფე" გაქურდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სამინისტროს ცნობითვე, ქურდობაში სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"