კომპანია "ყაზტრანსგაზი" განცხადებას ავრცელებს
კომპანია "ყაზტრანსგაზი" დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუშაობს საგანგებო რეჟიმში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გამოძიება. კომპანიის ხელმძღვანელები პირველივე წუთებიდანვე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. დეტალების დაზუსტების შემდეგ გაკეთდება ოფიციალური განცხადება. კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისი“ უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს", - ნათქვამია განცხადებაში