ქვეითად მოსიარულე 11 წლის გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა
გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე 11 წლის გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მძღოლმა შემთხვევის ადგილი მიატოვა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გოგონას წვივის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით აღიძრა.
"ინტერპრესნიუსი"