"ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება"
ვაკის პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტი" აღარ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.
"დღეს ჩვენ გვქონდა შეხვედრა სასტუმრო "ბუდაპეშტის" დამფუძნებლებთან. იცით, რომ ამ თემაზე ვნებათაღელვა არ წყდება. ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა მოგილოცოთ. მინდა მივულოცო თბილისს და თბილისელებს, ჩვენ მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა და ამ კონკრეტულ ადგილზე, ვაკის პარკში არაფერი აშენდება", - განაცხადა კალაძემ.
"ინტერპრესნიუსი"