"20 წლის განმავლობაში მამას ერთხელაც არ ვუნახივარ, არც მოვუკითხივარ...“ - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის წაკითხული ლექსებიც გაჰიტდა - კვირის პალიტრა

"20 წლის განმავლობაში მამას ერთხელაც არ ვუნახივარ, არც მოვუკითხივარ...“ - ვინ არის ახალგაზრდა, რომლის წაკითხული ლექსებიც გაჰიტდა

ქართველი ბიჭის მიერ წაკითხული ლექსი, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გავრცელდა, უამრავმა ადამიანმა აიტაცა. წერდნენ იმასაც, რომ ამ ლექსს ემიგრანტი ახლგაზრდა კითხულობდა, რაც საბოლოოდ არ აღმოჩნდა მართალი.

როგორც ჩვენთან საუბარში ალექსანდრე რატიანი აღნიშნავს, მისი ვიდეო ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფშიც ემიგრანტი სტუდენტის სახელით გავრცელდა. სინამდვილეში კი ყველასათვის ცნობილი ვიდეო ილიას უნივერსიტეტშია გადაღებული.

- ორივე ვიდეო გადავიღეთ ერთსა და იმავე პოეზიის საღამოზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც შეეხება საღამოს, უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი, ეძებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად კითხულობენ ლექსებს. მეც მივედი, ვცადე და მიმიღეს, მოეწონათ ჩემ

მიერ წაკითხული ლექსები. საღამო ჩატარდა 2017 წლის 24 იანვარს და მაშინ წავიკითხე მარიამ ნეფარიშვილის ლექსი "მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ..." და თორნიკე ნაროზაულის ლექსი " სულ რომ არაფერი" - სხვათაშორის, ამდენი ხნის შემდეგ, ახლა გამოვაქვეყნე ეს ვიდეო, ვიფიქრე, ჩემი მეგობრებით შემოიფარგლებოდა მსმენელთა წრე, მაგრამ შევცდი, ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აიტაცა ჩემი წაკითხული ლექსი საზოგადოებამ. ვფიქრობ, არსებობენ ჯერ კიდევ მამულისათვის გულანთებული ხალხი, რომლებსაც მართლა უყვართ და სტკივათ საქართველო.

ქართველი ბიჭის მიერ წაკითხული ლექსი, რომელიც სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით გავრცელდა, უამრავმა ადამიანმა აიტაცა. წერდნენ იმასაც, რომ ამ ლექსს ემიგრანტი ახლგაზრდა კითხულობდა, რაც საბოლოოდ არ აღმოჩნდა მართალი.

როგორც mshoblebi.ge - სთან საუბარში ალექსანდრე რატიანი აღნიშნავს, მისი ვიდეო ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფშიც ემიგრანტი სტუდენტის სახელით გავრცელდა. სინამდვილეში კი ყველასათვის ცნობილი ვიდეო ილიას უნივერსიტეტშია გადაღებული.

- ორივე ვიდეო გადავიღეთ ერთსა და იმავე პოეზიის საღამოზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. რაც შეეხება საღამოს, უნივერსიტეტში გამოცხადდა კონკურსი, ეძებდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც კარგად კითხულობენ ლექსებს. მეც მივედი, ვცადე და მიმიღეს, მოეწონათ ჩემ

მიერ წაკითხული ლექსები. საღამო ჩატარდა 2017 წლის 24 იანვარს და მაშინ წავიკითხე მარიამ ნეფარიშვილის ლექსი "მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ..." და თორნიკე ნაროზაულის ლექსი " სულ რომ არაფერი" - სხვათაშორის, ამდენი ხნის შემდეგ, ახლა გამოვაქვეყნე ეს ვიდეო, ვიფიქრე, ჩემი მეგობრებით შემოიფარგლებოდა მსმენელთა წრე, მაგრამ შევცდი, ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ასე აიტაცა ჩემი წაკითხული ლექსი საზოგადოებამ. ვფიქრობ, არსებობენ ჯერ კიდევ მამულისათვის გულანთებული ხალხი, რომლებსაც მართლა უყვართ და სტკივათ საქართველო.

- რამდენი წლის ხარ და რას საქმიანობ?

- 20 წლის გავხდი.ახლა ვსწავლობ, ვვარჯიშობ, ვცდილობ ფორმაში ვიყო სულ. ვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში 1 კლასიდან მე-8 კლასის ჩათვლით. ასევე ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლის სკოლაში მეორე კურსზე.თბილისში ვარ გაზრდილი. თბილისის 96-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. როგორც ვთქვი, ვსწავლობ სამართალზე, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში იურისპრუდენციას თავისი ადგილი უკავია, ხოლო პოეზიას - თავისი. პოეზია ძალიან მიყვარს, მიყვარს ლექსები. ლექსების წაკითხვა მეხერხებოდა საბავშვო ბაღიდან, მაგრამ ინტერესი გამიჩნდა მე-4, მე-5 კლასში, როდესაც დედაჩემმა მუხრან მაჭავარიანის ლექსების კრებული მაჩუქა. დროთა განმავლობაში უფრო გამიღვივდა ინტერესი, რადგან პოეზიაში უკვე არა დროის გატარების საშუალებას, არამედ სულიერ საზრდოს ვხედავდი. თითოეულ ლექსს ვკითხულობდი ძალიან ბევრჯერ და როდესაც გამოვატარებდი სხეულის თითოეულ უჯრედში ამ ლექსში ჩადებულ აზრსა და იდეას, მერე უკვე ლექსი იკითხებოდა ისე, რომ ვგრძნობდი თითოეული სიტყვის წარმოთქმასთან ერთად, როგორ მივლიდა ჟრუანტელი ტანში. პაოლო იაშვილს აქვს ასეთი სტრიქონი, " ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი, თუ უნაპიროდ სამუდამოდ არ გაჩაღდები..." სწორედ ასე უნდა იკითხებოდეს ლექსი. ჩემი აზრით, ლექსად საუბარი უნდა შეგეძლოს, დაზეპირებულ ლექსს კი არ უნდა კითხულობდე, არამედ ლექსი უნდა გამოდიოდეს გულიდან ისე, თითქოს შენი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილია. პოეზია მართლაც ცვლის ადამიანს უკეთესობისკენ, ისე ვიყავი გატაცებული პოეზიით, რომ ლექსების წერაც დავიწყე. ასე სადღაც 30 ლექსამდე მქონდა დაწერილი, მაგრამ ზეპირად მახსოვს მხოლოდ ერთი, დანარჩენი ლექსები დავწვი...ძირითადად, ვწერდი ლექსებს სამშობლოსა და სიყვარულზე.

- ალექსანდრე, დედმამიშვილი გყავთ?

- პატარა დაიკო მყავს, 8 წლის არის. დედით ერთნი ვართ, მამით სხვადასხვანი. მე ბიოლოგიური მამის გარეშე გავიზარდე. წლისა და რვა თვის ასაკში ვიყავი, რომ მიმატოვა... იხილეთ სრულად