როგორია წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქებისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა?
წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან ორი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
ერთს კი, სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ექიმების განცხადებით, დაშავებულებს მსუბუქი დამწვრობა აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სოკარ ჯორჯია გაზის“ წყალტუბოს სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ბაკურ ბალანჩივაძემ განუცხადა, აღნიშნულ ობიექტზე გამოძახება დღეს დილის 9:30 საათზე მოხდა. მისივე თქმით, ობიექტი 19 იანვარს შეამოწმეს, შედგენილია ოქმი, რომლის შესაბამისად ობიექტის მეპატრონეს, მიცემული ჰქონდა მითითება ტექნიკური ნორმების დაცვასთან დაკავშირებით.
"ინტერპრესნიუსი"