რა ოდენობის თანხა დახარჯა კახა კალაძემ გასულ წელს შვილების სწავლის გადასახადში - კვირის პალიტრა

რა ოდენობის თანხა დახარჯა კახა კალაძემ გასულ წელს შვილების სწავლის გადასახადში

საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა თბილისის მერის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც კალაძემ 2019 წლის 31 იანვარს შეავსო და ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას 2018 წლის განმავლობაში.

თბილისის მერს ჰყავს მეუღლე და ოთხი ვაჟი.

დეკლარაციის მიხედვით, უფროსი ვაჟის, ლევან კალაძის სწავლის საფასურმა შეადგინა 7200 დოლარი, კახაბერ კალაძის სწავლის საფასურმა 13 519,8 ლარი, ვაჩე კალაძის სწავლის საფასურმა კი 12577,65 ლარი.

იხილეთ კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაცია სრულად