"თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე მოსამართლეებზე - კვირის პალიტრა

"თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!" - რას ამბობს გედევან ფოფხაძე მოსამართლეებზე

მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?!, - ასე პასუხობს დეპუტატი გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ისინი დაიცავენ მოსამართლეებს, რომლებიც იცავენ კანონს და საჯარო ინტერესს. გედევან ფოფხაძის თქმით, მოსამართლეები, რომლთა გამოც პოლიტიკური პროცესები გააქტიურდა, თავად არღვევდნენ ადამიანის უფლებებს და ამაზე მეტი დაცვა, რაც მათ ახლა აქვთ, არ სჭირდებათ.

"ამ მოსამართლეებზე რომ ასე ზრუნავთ, ხელფასიც კარგი აქვთ, დაცულებიც არიან, თავზე გვახურავენ ყველაფერს და საბანს ხომ არ გადავაფარებთ ძილის წინ?! ამ მოსამართლეების წინაშე უნდა დავტოვოთ ხალხი?! გვახსოვს ისინი რას უკეთებდნენ მოსახლეობას. ეს ის მოსამართლეები არიან, დასცინოდნენ ნაწამებ ბიჭებს, რომლებიც იარებს აჩვენებდნენ. არ მგონია ამაზე მეტი დაცვა სჭირდებოდეთ მოსამართლებს, რაც უკვე აქვთ", - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ

"ინტერპრესნიუსი"