რუსთავში თხევადი აირით მამაკაცი მოიწამლა - კვირის პალიტრა

რუსთავში თხევადი აირით მამაკაცი მოიწამლა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, 36 წლის მამაკაცი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირი ჩაჭრილი იყო და ოჯახი თხევადი აირის ბალონით სარგებლობდა.

მეზობლების ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში გაზის სპეციფიური სუნი იდგა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, რომელმაც მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “რუსთავში" გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

"ინტერპრესნიუსი"