"გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს" - კვირის პალიტრა

"გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს"

ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა პარტიის დატოვებას.

მისივე თქმით, ვერ გადალახავს იმ მორალურ ზღვარს, რომლითაც მასსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება.

"მე მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც "ქართული ოცნება" დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგორიულად, უთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ "ნაციონალური მოძრაობა". ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცმხყოფელი", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"