მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა - კვირის პალიტრა

მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა

მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან 5 თებერვლიდან არის გათავისუფლებული.

აღსანიშნავია, რომ გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, ვლადიმერ ბორცვაძე დაინიშნა.

"ინტერპრესნიუსი"