თა­მა­რა, იუ­დუმ და დამ­ლა შა­ჰი­ნე­ბი ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ - ვინ არიან ბაიარ შაჰინის ულამაზესი ქალიშვილები - კვირის პალიტრა

თა­მა­რა, იუ­დუმ და დამ­ლა შა­ჰი­ნე­ბი ქარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ - ვინ არიან ბაიარ შაჰინის ულამაზესი ქალიშვილები

"თურქეთის ქართველ მარგალიტად" წოდებული მომღერლის, ბაიარ შაჰინის (გუნდარიძე) ქალიშვილები მამის მსგავსად, არაჩვეულებრივად მღერიან. გოგონები მსმენელის უდიდეს ყურადღებას იპყრობენ, როგორც საინტერესოდ შესრულებული სიმღერებით, ასევე გამორჩეული გარეგნობით.

თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინები ქართულად საუბრობენ. ამბობენ, რომ სიმღერის ნიჭით ბავშვობიდანვე გამოირჩეოდნენ, ინსტრუმენტებზე დაკვრა კი 10 წლის ასაკში შეისწავლეს. გოგონები თავდაპირველად ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ (მათ შორის სალამურსა და ფანდურზე), შემდეგ კი მუსიკალური მიმართულებით განვითარებისთვის კონსერვატორიაში ჩააბარეს.

დღეს სამი დის - თამარა, იუდუმ და დამლა შაჰინების მუსიკალურ შემოქმედებას ფართო აუდიტორია ტრიოს სახით, სახელწოდებით SAMIDA (სამი და) იცნობს. SAMIDA-ს შემოქმედებას დიდ ყურადღებას უთმობს თურქული ტელემედიაც. გაგრძელება