დაბა ჩაქვში ავარიას 19 წლის გოგონა ემსხვერპლა - დაშავებულია მამაკაცი - კვირის პალიტრა

დაბა ჩაქვში ავარიას 19 წლის გოგონა ემსხვერპლა - დაშავებულია მამაკაცი

დაბა ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 19 წლის გოგო გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევისას კი, ერთი ბიჭი დაშავდა. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"