გედევან ფოფხაძე საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხვალ ისაუბრებს - კვირის პალიტრა

გედევან ფოფხაძე საკუთარ გადაწყვეტილებაზე ხვალ ისაუბრებს

ხვალ, პარლამენტში დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბრიფინგს გამართავს, სადაც ბოლოდროინდელ მოვლენებსა და საკუთარ გადაწყვეტილებაზე ვრცლად საუბარს გეგმავს.

ფოფხაძემ ფრაქცია “ქართული ოცნების“ შემადგენლობა უკვე დატოვა. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცნობით, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან.

მმართველ გუნდში ბოლო დროის დაპირისპირება მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებულმა საკითხებმა განაპირობა.

"ინტერპრესნიუსი"