ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას მმართველი გუნდის რამდენიმე წევრი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, დეპუტატები რომან კაკულია და ზვიად ძიძიგური ესწრებიან.

ასევე შუშის სასახლეში შეხვედრას ესწრება ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც პარტიას პიარკონსულტაციას უწევს. შუშის სასახლეში იმყოფება რეჟისორი გოგა ხაინდრავაც.

არც ერთ მათგანს შეხვედრაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. ცოტა ხნის წინ ივანიშვილის რეზიდენცია ასევე უკომენტაროდ დატოვა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ.

"ინტერპრესნიუსი"